გამარჯობა!
ექსტრა მარკეტი არის თბილისსა და მის შემოგარენში მოქმედი ონლაინ სუპერმარკეტი, რომლის დახმარებითაც შეგიძლია შეუკვეთო ყველაფერი, რაც სახლისთვის გჭირდება და მიიღო პროდუქტები შეკვეთიდან, სულ რაღაც, 35-50 წუთში. ერთ სივრცეში დაგხვდება მარკეტის პროდუქტები, თავის მოვლის საშუალებები, მშობელის და ბავშვის კატეგორია, საკანცელარიო ნივთები და ყველაფერი წვეულებისთვის.
როგორ უნდა შეიძინო პროდუქტები?
1. შეარჩიე სასურველი ნივთები, დაამატე კალათაში, ან დააჭირე პირდაპირ ყიდვის ღილაკს მიუთითე მისამართი, სადაც გსურს შეკვეთის მიღება
2. მიუთითე მიტანისთვის შენთვის სასურველი დრო
3. აირჩიე გადახდის მეთოდი და დააწექი შეკვეთის დასრულების ღილაკს
გაითვალისწინე, თბილისის შემოგარენში შეკვეთის მისაღებად, 1 საათამდე დაგვჭირდება.
მათ შორის შეკვეთას მიიღებ აგარაკებზე:
- ოქროყანა, წავკისის ველი, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, ჰილსი.
- წყნეთი, ლისი ვერანდა, ქვემოლისი, კაკლები, თხინვალა, წოდორეთი, მუხათწყარო, ნაფეტვრები.
- საგურამო, ცხვარიჭამია, მცხეთა, მუხათგვერდი.
მზად ხარ შეკვეთის დასაწყებად?